Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანს აშშ-ის შანტაჟის უფლებას არ მისცემს

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს, თუმცა ის თეირანს ჰორმუზის სრუტის გამო აშშ-ს „შანტაჟის“ უფლებას არ მისცემს. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

როგორც მედიასაშუალება წერს, ტრამპმა ირანის საქციელი შეაფასა, როგორც არასერიოზული.

„ისინი ცოტა არასერიოზულები არიან, როგორც ეს ხდებოდა ბოლო 47 წლის განმავლობაში“, - აცხადებს დონალდ ტრამპი. 

შეგახსენებთ, ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ ირანის პორტების ბლოკადა გაგრძელდება იქამდე, სანამ ირანთან მათი ურთიერთობა სრულად არ მოგვარდება.