1773252792
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განთავსება ვერ შეძლო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნაღმები წარმატებით განათავსა. მისივე თქმით, აშშ-მა მათი „თითქმის ყველა“ გემი გაანადგურა, რომლებსაც ნაღმების განთავსება შეეძლო.
„ერთ ღამეში მათი თითქმის ყველა საბრძოლო გემი გავანადგურეთ. მათი თითქმის მთელი საზღვაო ფლოტი განადგურებულია“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა ასევე მოუწოდა ნავთობტანკერებს, გადაკვეთონ ჰორმუზის სრუტე, რადგან, მისი მტკიცებით, ის უსაფრთხოა, მიუხედავად იმისა, რომ დღის დასაწყისში სრუტეში სამ გემზე თავდასხმები განხორციელდა. ირანმა ამ გემებიდან სულ მცირე ორ მათგანზე თავდასხმის პასუხისმგებლობა აიღო.
„ვფიქრობ, მათ სრუტე უნდა გამოიყენონ“, - განაცხადა ტრამპმა.