Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანისთვის სანქციების მოხსნას მას შემდეგ განიხილავს, რაც სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-ის გადაცემაში „Meet the Press“ განაცხადა, რომ ირანის გაყინული აქტივების განბლოკვასა და სანქციების მოხსნას მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, რაც სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული.

ტრამპის თქმით, ამ ნაბიჯების გადადგმა შეთანხმების გაფორმებამდე არ იგეგმება.

„ეს შემდეგ მოხდება. თუ ისინი სათანადოდ მოიქცევიან და კარგად იმუშავებენ, მაშინ დავიწყებთ ამაზე საუბარს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ მოკლევადიანი შეთანხმების ფარგლებში არ მოითხოვდა, რომ ლიბანი ყოფილიყო ჩართული ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში.