1750280238
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში აშშ-ის პოტენციურ ჩარევასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ მალე სიტუაციურ ოთახში თავის გუნდს, მაღალი თანამდებობის პირებს შეკრებს ვარიანტების განსახილველად.
„მაქვს იდეები იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი წამით ადრე მიყვარს, რადგან სიტუაცია იცვლება. ვგულისხმობ, განსაკუთრებით ომთან დაკავშირებით, ომთან დაკავშირებით ყველაფერი იცვლება. შეიძლება ერთი უკიდურესობიდან, მეორეზე გადავიდეს“, - განუცხადა მან „სიენენის“ ჟურნალისტს.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანს უნდა დაედო შეთანხმება ამერიკასთან, თუმცა ბოლოს გადაიფიქრეს.