Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში თავად უნდა მონაწილეობდეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში ის თავად უნდა იყოს ჩართული. 

მისი თქმით, აიათოლა ალი ხამენეის შვილი, რომელიც ირანის სულიერ ლიდერად აირჩიეს, მისთვის მიუღებელია.

„ჩვენ გვინდა ვინმე, ვინც ირანში ჰარმონიასა და მშვიდობას მოიტანს. ისინი დროს ტყუილად კარგავენ. ხამენეის შვილი სუსტი ადამიანია. მე უნდა ვიყო ჩართული დანიშვნაში, როგორც ვენესუელაში დელსი როდრიგესის შემთხვევაში მოხდა“, – აცხადებს ტრამპი.