Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ომი დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ომი დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დარტყმები კვლავ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასმა“ პირობა დადო, რომ ამას არ გააკეთებს, ტრამპი აცხადებს, რომ ტერორისტული ჯგუფი იარაღს დათმობს.

„თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მათ მკაცრად ვუპასუხებთ“, - აფრთხილებს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი უარყოფს იმ მოსაზრებას, რომ „ჰამასის“ წევრები მზად არიან ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში სიკვდილისთვის.

„ყველა ამბობდა: „ოჰ, მათ სიკვდილი არ ადარდებთ“. არა, მათ სიკვდილი არ სურთ“, - აღნიშნა მან.