Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებთან უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით რთული საუბარი ჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან გნიხილა.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ევროპელ ლიდერებთან უკრაინასთან დაკავშირებით მისი საუბარი „საკმაოდ რთული“ იყო.

„ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა მცირე უთანხმოება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - დასძინა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა შესთავაზეს უახლოეს დღეებში ევროპაში ახალი მოლაპარაკებების გამართვა.

მან დააკონკრეტა, რომ ამერიკული მხარე მოლაპარაკებებს დაესწრება.

ამერიკელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ შესაძლოა, კონფლიქტისგან დისტანცირება მოახდინოს, რაშიც თავის წინამორბედს, ჯო ბაიდენს ადანაშაულებს.

„ხანდახან ხალხს ბრძოლის შანსი უნდა მისცე, ზოგჯერ კი არა. თუმცა, ხალხისთვის ბრძოლის შანსის მიცემის პრობლემა ის არის, რომ კვირაში ათასობით ადამიანს კარგავ“, - დასძინა ტრამპმა.