1755801691
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ დღეს ღამით ვაშინგტონში პოლიციასთან და სამხედროებთან ერთად პატრულირებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დღეს ღამით ვაშინგტონში პოლიციასთან და სამხედროებთან ერთად პატრულირებას გეგმავს.
„ვფიქრობ, დღეს საღამოს პოლიციასთან და რა თქმა უნდა, სამხედროებთან ერთად გავალ“, - განაცხადა ტრამპმა Newsmax-სთან ინტერვიუში.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპის გეგმების შესახებ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება 11 აგვისტოს გასცა.