ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს დიდ ბრიტანეთზე უფრო ახლო მოკავშირე არ ჰყავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს დიდ ბრიტანეთზე უფრო ახლო მოკავშირე არ ჰყავს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III-ის, თეთრ სახლში ვიზიტის დროს განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ახსენა ხე, რომელიც ყოფილმა დედოფალმა ელისაბედ II-მ თეთრ სახლში ვიზიტის დროს დარგო.
ტრამპის თქმით, ეს ხე ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის ურთიერთობის სიმბოლოა.
მან აღნიშნა, რომ ხე, რომელიც დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასახავს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი კავშირების განვითარებას.
„აშშ-ის დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საუკუნეების განმავლობაში „ამერიკელებს ბრიტანელებზე ახლო მეგობრები არ ჰყოლიათ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დღესვე, დაგეგმილია მეფე ჩარლზის სიტყვით გამოსვლა კონგრესში, რის შემდეგაც სამეფო ოჯახი თეთრ სახლში სახელმწიფო ვახშამზე დაბრუნდება.