Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ მალე მიიღებს ზომებს ვენესუელელი ნარკორეალიზატორების ხმელეთზე შესაჩერებლად

აშშ „ძალიან მალე“ დაიწყებს ზომების მიღებას ხმელეთზე ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, იუწყება Reuters-ი. 

„ალბათ, შენიშნეთ, რომ ხალხს არ სურს ტვირთის ზღვით გადაზიდვა და ჩვენ მათ ხმელეთზეც შევაჩერებთ. ამის გაკეთება ხმელეთზე უფრო ადვილია და ჩვენ ამას ძალიან მალე დავიწყებთ“, - განაცხადა ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცებისადმი ონლაინ მიმართვისას.

ვენესუელის კომუნიკაციების სამინისტროს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ურთიერთობის ვარიანტებს ვენესუელასთან, კერძოდ, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ში ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ჩართული. მადურო უარყოფს რაიმე კავშირს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასთან.