Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ კუბას „თითქმის მყისიერად“ დაიპყრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „თითქმის მყისიერად“ დაიპყრობს კუბას. ამის შესახებ მან ფლორიდაში, პალმ-ბიჩის ფორუმ-კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება FOX News-ი.

„კუბას პრობლემები აქვს. ჯერ ერთ ომს დავასრულებთ. მიყვარს საქმეების ბოლომდე მიყვანა“, - თქვა ტრამპმა.

მან ასევე ახსენა ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“, რომელიც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში მისიებს ასრულებს. ტრამპმა გააკრიტიკა ამერიკული ძალის „ჰიპოთეტური დემონსტრირება“.

„ირანიდან დაბრუნებისას ჩვენ გვექნება ერთ-ერთი დიდი, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი. მას შემოვიპატიჟებთ, ნაპირიდან დაახლოებით 90 მეტრში გავჩერდებით და ისინი გვეტყვიან: „დიდი მადლობა, ჩვენ ვნებდებით“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაასაჯაროვა. თეთრმა სახლმა ასევე არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, საუბარია ჰიპოთეტურ იდეაზე, თუ ვაშინგტონის რეალურ გეგმებზე რეგიონში.