ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ჰორმუზის სრუტეზე მას შემდეგ, რაც ირანის რეჟიმი „დასრულდება“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ შეერთებული შტატები ირანის რეჟიმის დაშლას მოახერხებს, აშშ-ის მოკავშირეებმა ჰორმუზის სრუტის დაცვაზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღონ.
„საინტერესოა, რა მოხდება, თუ ჩვენ ირანის ტერორისტული სახელმწიფოს დარჩენილ ნაწილს „დავასრულებთ“ და ის ქვეყნები, რომლებიც მას [ჰორმუზის სრუტეს] იყენებენ (ჩვენ არ ვიყენებთ), იყვნენ პასუხისმგებლები ე.წ. „სრუტეზე?“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
„ეს ჩვენს ზოგიერთ უპასუხისმგებლო „მოკავშირეს“ სწრაფად აამუშავებდა!!!“, - დასძინა მან.
ტრამპი აკრიტიკებს ევროპულ ქვეყნებს მას შემდეგ, რაც მათ უარყვეს მისი მოთხოვნა, გაეგზავნათ სამხედრო გემები სრუტეში ნავთობის ტანკერების ესკორტირებისთვის. ბევრმა ლიდერმა განაცხადა, რომ აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ისინი შესაძლოა, მზად იყვნენ, შეუერთდნენ კოალიციას ჰორმუზის სრუტის პატრულირებისთვის.