1780550182
უცხოეთი
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის გენპროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანშის წარადგენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ტოდ ბლანშის წარდგენას გეგმავს.
როგორც მედია წერს, ტოდ ბლანში ამჟამად აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა გენერალური პროკურორი პემ ბონდი გაათავისუფლა.
„მე გავცემ მითითებას…რომ ჩვენ მას გენერალურ პროკურორად დავნიშნავთ“, - აცხადებს ტრამპი ვიდეოში, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ, თეთრ სახლში გამართული ვახშმიდან გაავრცელა.