Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივები ნაკლებად სავარაუდოა და განაცხადა, რომ აშშ-ს უპირატესობა აქვს და ომის გადამწყვეტად დასრულება სურს.

„ჩვენ შეგვიძლია დიალოგი გვქონდეს, მაგრამ იცით, მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტა“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

„არ აფორმებ ცეცხლის შეწყვეტას, როდესაც, ფაქტობრივად, ანადგურებ მეორე მხარეს. მათ არ ჰყავთ საზღვაო ძალები. მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები. მათ არ აქვთ არანაირი აღჭურვილობა. მათ არ ჰყავთ დამკვირვებლები. მათ არ აქვთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. მათ არ აქვთ რადარი. მათი ლიდერები კი ყველა დონეზე ლიკვიდირებულია. ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ“, - განაგრძო მან. 

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს და ისრაელს ირანთან ომში „მეტ-ნაკლებად მსგავსი რამ“ სურთ.

„ურთიერთობები ძალიან კარგია, ვფიქრობ, რომ ასეა. ჩვენ მეტ-ნაკლებად მსგავსი რამ გვინდა“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა CNN-ს.