Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანთან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ირანს არ დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ნოემბრის დასაწყისში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე ირანზე საჰაერო იერიშს არ მიიტანს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი Truth Social-ზე წერს. 

„ჩვენ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მინდა მკაფიოდ განვაცხადო - მიუხედავად იმისა, რომ ირანი ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია, ბლოკადა სრულად რჩება ძალაში, ნავთობი ჰორმუზის სრუტით რეკორდული მოცულობით მიედინება. ჩვენ ირანს 3 ნოემბერს შეერთებულ შტატებში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე არ დავესხმებით თავს“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.