Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მილიარდობით დოლარს ზედმეტად იხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოგვიანებით, ალიანსის წევრებს ნატოს შესახებ თავის უკმაყოფილებაზე გაესაუბრება. 

„მე ჩემს პრობლემებს გაგიზიარებთ“, - განაცხადა ტრამპმა სამიტის დაწყებისას ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე. 

ამასთან, ტრამპმა გრენლანდია და ირანი იმ საკითხებად დაასახელა, რომლებიც განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მილიარდობით დოლარს ზედმეტად იხდის. 

„უსამართლოდ გვექცეოდნენ. ჩვენ არაპროპორციულად დიდ თანხას ვიხდით,“ — განაცხადა ტრამპმა.