Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ადმინისტრაციის წევრებმა ჯგუფურ ჩატში შემთხვევით The Atlantic-ის რედაქტორი დაამატეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრებმა The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი Signal-ის ჩატში დაამატეს, სადაც იემენში „ჰუსიტებზე“ თავდასხმას განიხილავდნენ. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა კი საერთოდ უარყო ჩატში სამხედრო გეგმების განხილვა. ამის შესახებ CNN იუწყება.

„მე არ ვარ The Atlantic-ის დიდი გულშემატკივარი. ჩემთვის ეს არის ჟურნალი, რომელიც მუშაობას ასრულებს. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი ჟურნალი. მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცი“, - განაცხადა ტრამპმა როდესაც ჰკითხეს გოლდბერგის სტატიაზე, რომელიც The Atlantic-ში გამოქვეყნდა.

როდესაც რეპორტიორმა აშშ-ის პრეზიდენტს განუმარტა, რომ ჩატში, რომელშიც გოლდბერგი დაამატეს, განიხილებოდა სამხედრო გეგმები იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, ტრამპმა გაიმეორა, რომ მან არაფერი იცოდა ამის შესახებ.

„ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან ეფექტური, რადგან თავდასხმა იყო ძალიან ეფექტური. შემიძლია გითხრათ, ამის შესახებ არაფერი ვიცი. თქვენ პირველად მეუბნებით ამის შესახებ“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

იმავდროულად, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა უარყო, რომ ტრამპის გუნდში ვინმემ ჩატში გაგზავნა „ტექსტური შეტყობინებები სამხედრო გეგმების შესახებ“.

„არავის გაუგზავნია შეტყობინებები სამხედრო გეგმების შესახებ და ეს არის ის, რაც უნდა ვთქვა ამის შესახებ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან, CNN ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს რედაქტორის ჩატში დამატების ამბავი 24 მარტის შუადღისას ეცნობა.

ბრიფინგზე ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა გოლდბერგის მიმართ, რომელიც მას „დიდი ხანია, არ მოსწონს“, - აცხადებენ წყაროები. CNN-მა გაიხსენა, რომ ამერიკელი ლიდერის უკმაყოფილება გოლდბერგის მიმართ 2020 წლიდან იწყება, როდესაც რედაქტორმა თქვა, რომ ტრამპმა ომში დაღუპული ამერიკელები „დამარცხებულებად“ მოიხსენია. 

@cnn President Trump reacts to revelations in The Atlantic that top members of his Cabinet sent detailed operational plans and other likely highly classified information about US military strikes on Yemen to a group thread on the messaging app Signal to which a reporter had accidentally been added. #CNN #News #Trump #TheAtlantic #JeffreyGoldberg ♬ original sound - CNN