ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკულმა ძალებმა შვიდი ირანული მცირე ზომის გემი გაანადგურეს
თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა შვიდი ირანული მცირე ზომის გემი გაანადგურეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ტრამპი მოუწოდებს სხვა სახელმწიფოებს გადადგან ნაბიჯები და მეტი გააკეთონ აშშ-ის მცდელობების მხარდასაჭერად რეგიონში ვაჭრობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
„ალბათ დროა, სამხრეთ კორეაც შემოუერთდეს მისიას“, - აცხადებს ტრამპი.
ინფორმაციისთვის, ტრამპმა 4 მაისს ოპერაცია „თავისუფლების“ დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაციის მიზანია ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემებისთვის დახმარების გაწევა.
ირანული მხარის განცხადებით, შეერთებული შტატები თუ სრუტესთან მიახლოებას შეეცდება, ისინი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს თავს დაესხმებიან.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებისთვის თავისუფალი ნავიგაციის აღდგენაზე, რომელსაც ეწოდა „თავისუფლების პროექტი“ (Project Freedom).
2026 წლის 28 თებერვალს, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანზე საჰაერო იერიშების დაწყების შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. 13 აპრილს, თეირანთან წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე, ვაშინგტონმა ირანის პორტებთან მიმოსვლა დაბლოკა.