1741888552
უცხოეთი
ტრამპი: აშშ უკრაინასთან განიხილავს რა ტერიტორიებს შეინარჩუნებს და რას დაკარგავს კონფლიქტის მოგვარების შედეგად

შეერთებული შტატები უკრაინასთან განიხილავს რა ტერიტორიებს შეინარჩუნებს და რას დაკარგავს კონფლიქტის მოგვარების შედეგად, ასევე, ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმების სხვა ელემენტებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ გვინდა, რომ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვიხილოთ. უკრაინასთან ვმსჯელობდით მიწაზე და იმ ნაწილებზე, რომლებიც დარჩება ან დაიკარგება, ასევე, საბოლოო შეთანხმების სხვა ელემენტებზე. საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი უკვე განხილულია. ახლა ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი მზად ამისთვის, და თუ არა – ეს მსოფლიოსთვის ძალიან იმედგამაცრუებელი მომენტი იქნება“, - აღნიშნავს ტრამპი.
ტრამპმა, ასევე, დასძინა, რომ განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კონტროლის საკითხიც.