Loading data...
ტრამპი: აშშ-ში წარმოებული რაკეტა, რომელიც, სავარაუდოდ, ირანის სკოლაზე დარტყმისას გამოიყენეს, შესაძლოა, სხვა ქვეყნის მიერ იყოს გაშვებული

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის დაწყებით სკოლაზე საჰაერო დარტყმა, რასაც 150-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მოსწავლეები ემსხვერპლნენ, ამერიკული წარმოების „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტით განხორციელდა.

მისი თქმით, აშშ „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს სხვა ქვეყნებში ყიდის, რაც, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ დარტყმის უკან შესაძლოა, ისრაელი დგას. 

ის ასევე ვარაუდობს, რომ ირანმა შესაძლოა, „ტომაჰავკის“ რაკეტა შეიძინა და სკოლის მიმართულებით გაუშვა.

როდესაც ტრამპს ამ მტკიცების საფუძვლიანობაზე დამატებითი კითხვები დაუსვეს, მან უპასუხა: „მე უბრალოდ საკმარისად არ ვიცი ამის შესახებ“.

„ეს ისეთი რამაა, რაზეც მითხრეს, რომ გამოძიების პროცესშია... რაც არ უნდა აჩვენოს ანგარიშმა, მზად ვარ, ამას შევეგუო“, - დასძინა მან.