Loading data...
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს მსგავსი შეხედულებები აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი ირანში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან და სი ძინპინმა „ბევრი სხვადასხვა პრობლემა მოაგვარეს, რომელთა გადაჭრაც სხვა ადამიანებს არ შეეძლოთ“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანში ომი დისკუსიების ნაწილი იყო და დასძინა, რომ აშშ-სა და ჩინეთს ამ საკითხთან დაკავშირებით „ძალიან მსგავსი შეხედულებები“ აქვთ.

„ირანთან დაკავშირებით ძალიან მსგავსი შეხედულებები გვაქვს, გვინდა, რომ ეს დასრულდეს და არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - განაცხადა მან.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს სურს „სრუტის გახსნა“.

„...ჩვენ გვინდა, რომ სრუტე გაიხსნას და გვინდა, რომ მათ ეს დაასრულონ, რადგან ეს სიგიჟეა. ისინი ცოტა გიჟები არიან და ეს ცუდია“, - დასძინა ტრამპმა.