Loading data...
ტრამპი: აშშ მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, ამიტომ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ ფულს ვშოულობთ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ენერგორესურსების ფასების ზრდით სარგებელს იღებს. 

„ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უდიდესი მწარმოებელია, ამიტომ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ ფულს ვშოულობთ. თუმცა, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, გაცილებით უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია ბოროტი იმპერიის, ირანის, მიერ ბირთვული იარაღის ფლობისა და ახლო აღმოსავლეთის და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს განადგურების შეჩერება. მე ამას არასდროს დავუშვებ! გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.