Loading data...
ტრამპი: აშშ-მა ნიგერიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ძლიერი დარტყმა განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე.

აშშ-ის ლიდერმა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტული ნაგავი უწოდა და დაჯგუფება „უდანაშაულო ქრისტიანების მიზანში ამოღებასა და სასტიკ მკვლელობაში“ დაადანაშაულა. 

„მანამდე მე ვაფრთხილებდი ამ ტერორისტებს, რომ თუ ისინი არ შეაჩერებენ ხოცვა-ჟლეტას, მათ მოუწევთ ძვირი საფასურის გადახდა, და დღეს საღამოს ეს მოხდა“,- წერს დონალდ ტრამპი.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ის ნიგერიის მთავრობის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლიერია.

აშშ-ის აფრიკის სარდლობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დარტყმები სოკოტოს შტატში ნიგერიასთან კოორდინაციით განხორციელდა. ამასთან, ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იუსუფ მაიტამა ტუგარმა BBC-ს განუცხადა, რომ ეს ერთობლივი ოპერაცია იყო.