Loading data...
ტრამპი: აშშ-ის საზღვაო ძალები დაიწყებს ყველა გემის ბლოკირებას, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან გასვლას შეეცდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ აპირებს დაიწყოს ყველა გემის ბლოკირება, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, მსოფლიოში საუკეთესო, დაიწყებს ყველა გემის ბლოკირების პროცესს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მისგან გასვლას შეეცდებიან. ასევე, დავავალე ჩვენს საზღვაო ძალებს, რომ საერთაშორისო წყლებში აღმოაჩინონ და შეაჩერონ ყველა ხომალდი, რომელმაც ირანს გადასახადი გადაუხადა. ვინც არალეგალურ გადასახადს იხდის, ღია ზღვაში უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდება. ჩვენ ასევე დავიწყებთ ირანელების მიერ სრუტეში დამონტაჟებული ნაღმების განადგურებას. ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენ ან მშვიდობიან გემებს ესვრის, ჯოჯოხეთში ჩავარდება!“ - აცხადებს ტრამპი.