Loading data...
ტრამპი: აშშ ირანის წინააღმდეგ საქმეს დაასრულებს, ფასების ზრდა არ მაინტერესებს

თუ ირანი ომის დასრულებისა და მისი ბირთვული პროგრამის მოგვარების შესახებ შეთახმების მისაღწევად აშშ-ის პირობებს არ მიიღებს, აშშ „საქმეს დაასრულებს“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ისინი ან სწორად მოიქცევიან, ან ჩვენ საქმეს დავასრულებთ“, - აღნიშნა მან ჩინეთში გამგზავრებამდე.

ტრამპმა უარყო მოსაზრება, რომ აშშ-ში ფასების ზრდამ უბიძგა მას ომის დასრულებისკენ.

„მე არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე. მე არავისზე არ ვფიქრობ. ერთ რამეზე ვფიქრობ: ჩვენ არ შეგვიძლია, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება მივცეთ. სულ ესაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა. ყველა ამერიკელი ამას ხვდება. თუ საფონდო ბირჟა ოდნავ გაიზრდება, ან დაეცემა, ამერიკელი ხალხი ამას ხვდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, აშშ გაიმარჯვებს. „ჩვენ გავიმარჯვებთ მშვიდობიანად, თუ სხვაგვარად“, - აღნიშნა მან.

ტრამპის მტკიცებით, ირანი დათანხმდა, რომ მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. „და შემდეგ ეს არ არის ის, რაც მათ გამომიგზავნეს. ჩვენ თამაშებს არ ვთამაშობთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ირანი სრულად კონტროლის ქვეშაა. ან შეთანხმებას დავდებთ, ან ისინი განადგურდებიან“, - დაასკვნა ტრამპმა.

გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ ომის დროს პაკისტანმა ირანს მის ტერიტორიაზე გამანადგურებლების განთავსების ნებართვა მისცა, ტრამპმა აღნიშნა, რომ პაკისტანელები „შესანიშნავი“ შუამავლები იყვნენ.