1775808697
უცხოეთი
ტრამპი: არსებობს ცნობები, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს გადასახადებს აკისრებს, უმჯობესია, ასე არ იყოს და თუ ასეა, ახლავე უნდა შეწყვიტონ
არსებობს ცნობები, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს გადასახადებს აკისრებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ აღნიშნული სიმართლეს შეესაბამება, ირანმა ეს ქმედება ახლავე უნდა შეწყვიტოს.
„არსებობს ცნობები, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტანკერებს გადასახადებს აკისრებს – უმჯობესია, ეს ასე არ იყოს, და თუ ასეა, მაშინ ახლავე უნდა შეწყვიტონ!“, – წერს ტრამპი.