1767591155
უცხოეთი
ტრამპი: არ მჯერა, რომ უკრაინამ პუტინის რეზიდენციას დაარტყა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ უკრაინამ კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციას დაარტყა.
„არ მჯერა, რომ ასეთი დარტყმა განხორციელდა. რაღაც მოხდა იქ, მახლობლად, მაგრამ მას არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერთან“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა.