1774037864
უცხოეთი
ტრამპი: არ მეგონა, რომ აშშ-ის არმიის ასე ხშირად გამოყენება მომიწევდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, არ ეგონა, მეორე ვადის განმავლობაში ამერიკული სამხედრო ძალების გამოყენება ასე ხშირად თუ მოუწევდა.
ირანის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობაზე საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კონფლიქტში „შესანიშნავად“ მოქმედებს და განაცხადა, რომ „ორ დღეში 58 გემი განადგურდა“.
ტრამპის თქმით, ირანის საზღვაო ფლოტსაც ჰყავდა „შესანიშნავი“ გემები, თუმცა „განსხვავება ის იყო, რომ მათ არ იცოდნენ მათი გამოყენება“.
აშშ-ის სამხედრო ძალებზე, კერძოდ, ვენესუელაში იანვარში განხორციელებულ ოპერაციებზე საუბრისას, მან თქვა: „არ მეგონა, რომ მას ასე ხშირად გამოვიყენებდი, მაგრამ მიხარია, რომ ის აღვადგინე“.