ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 4-დღიან ტურნეში გაემგზავრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში 4-დღიან ტურნეში გაემგზავრა. ის საუდის არაბეთში, კატარში და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ვიზიტის დროს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იქნება განხილული. ასევე ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არაბეთის საამიროებისთვის 1,4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
ასევე შეთანხმება აბუ-დაბისთვის CH-47F Chinook-ის ტიპის 6 ვერტმფრენის გადაცემას ითვალისწინებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატარში ვიზიტის დროს სამეფო ოჯახი დონალდ ტრამპს საჩუქრად თვითმფრინავს Boeing 747-8-ს გადასცემს. იგეგმება, რომ ამ ავიალაინერს აშშ-ის ლიდერი Air Force One სტატუსით გამოიყენებს, ხოლო საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ის ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდის საკუთრება გახდება. ამ ინფორმაციამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია.