Loading data...
ტრამპი: ახლახან ვიპოვეთ ღაზაში ბოლო მძევლის ცხედარი, დავიბრუნეთ 20-ვე ცოცხალი მძევალი და ყველა დაღუპული, უმეტესობას ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღაზას სექტორიდან ბოლო დაღუპული მძევლის დაბრუნებას ეხმაურება. 

„ახლახან ვიპოვეთ ღაზაში ბოლო მძევლის ცხედარი. ამრიგად, დავიბრუნეთ 20-ვე ცოცხალი მძევალი და ყველა დაღუპული! საოცარი სამუშაოა! უმეტესობას ეს შეუძლებლად მიაჩნდა. ვულოცავ ჩემს შესანიშნავ ჩემპიონთა გუნდს!!!“, - წერს ის Truth Social-ზე.