1758315008
უცხოეთი
ტრამპი 25 სექტემბერს თეთრ სახლში ერდოღანს უმასპინძლებს

25 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლებს.
„მოხარული ვარ, 25 სექტემბერს თეთრ სახლში ვუმასპინძლო თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. პრეზიდენტთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ მრავალ სავაჭრო და სამხედრო შეთანხმებაზე, მათ შორის, Boeing-ის თვითმფრინავების ფართომასშტაბურ შესყიდვაზე, F-16-ის დიდ შეთანხმებასა და F-35-თან დაკავშირებული მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, რომლის პოზიტიური დასასრულის იმედი გვაქვს“, - წერს ტრამპი Truth Social- ზე.
ტრამპმა დასძინა, რომ ერდოღანთან მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
„პრეზიდენტ ერდოღანს და მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას“, - აცხადებს ტრამპი.