Loading data...
ტოკიოში, აშშ-ის საელჩოსთან დანით შეიარაღებული კაცი დააკავეს - Reuters

ტოკიოში, აშშ-ის საელჩოსთან დანით შეიარაღებული კაცი დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელი დაშავდა, თუმცა მისი დაზიანებების ხარისხი უცნობია.

თავდასხმის მოტივი უცნობია. 

აღსანიშნავია, რომ თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტოკიოში დაგეგმილ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. მთავრობის ცნობით, ტრამპი 27-29 ოქტომბერს იაპონიაში ვიზიტის დროს იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს და ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის შეხვდება.

Kyodo News-ის ცნობით, ტოკიოს მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტმა ვიზიტის დროს უსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით 18 000-მდე თანამშრომლის მობილიზება განახორციელა.