1770409250
უცხოეთი
„თქვენ დიდ ფულს დაზოგავთ“ - ტრამპმა მედიკამენტების შეღავათიან ფასებში შესაძენად ვებგვერდი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სამთავრობო ვებგვერდი შექმნა, რომელიც ამერიკელებისთვის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.
თეთრმა სახლმა ხუთშაბათს წარადგინა TrumpRx.gov - ვებგვერდზე წარმოდგენილია 40-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი ხუთი ფარმაცევტული კომპანიისგან, რომლებმაც ადმინისტრაციასთან ფასებზე შეთანხმებას მიაღწიეს: AstraZeneca, Eli Lilly, EMD Serono, Novo Nordisk და Pfizer.
„თქვენ დიდ ფულს დაზოგავთ ეს ასევე ძალიან კარგია ჯანდაცვის სისტემისთვის ზოგადად“, - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.