Loading data...
ტყის ხანძრების გამო ჩრდილოეთ საბერძნეთის კურორტებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს - ბერძნული მედია

საბერძნეთის ქალკედონის ნახევარკუნძულზე მდებარე საკურორტო სოფლებიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია მიმდინარეობს, რადგან რეგიონში ხანძარი მძვინვარებს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს

საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებმა სივირისა და ფურკას სოფლების მცხოვრებლებს უბრძანეს, დაუყოვნებლივ დატოვონ სახიფათო ზონა, რადგან ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა.

სივირიდან ქალაქ კასანდრეიმდე მთავარი გზის ორივე მხარეს გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 140-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო ცხრა თვითმფრინავი და შვიდი ვერტმფრენი, ნათქვამია სახანძრო ბრიგადის განცხადებაში. ხანძრის ჩაქრობისას ორი მეხანძრე დაშავდა.

სანაპირო დაცვამ კერძო გემების დახმარებით სივირის სანაპიროდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო. ტერიტორიაზე სანაპირო დაცვის ორი საპატრულო ნავი და ცხრა კერძო ნავი მუშაობს. სანაპიროზე ასევე ჩავიდა ჩქაროსნული სამგზავრო გემი Speedrunner Jet-ი.

მანამდე ტყის ხანძრის გამო ფურკაში მდებარე სასტუმროდან, სადაც უკრაინელი ბავშვები ცხოვრობდნენ, ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.