Times of Israel: ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ერდოღანსა და ირანზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე ისაუბრეს
ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მტრულ განცხადებებზე. ერდოღანი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონა ახლო მოკავშირეა და ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერია, საერთაშორისო ასპარეზზე ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიტიკოსად მიიჩნევა.
ნეთანიაჰუმ, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ისრაელისთვის აუცილებელია საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონების შენარჩუნება. ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ვრცელდება ცნობები ისრაელის მიერ ლიბანში მდებარე ე.წ. „საპილოტე ზონებიდან“ გასვლის შესახებ, რომლებიც შემდგომ ლიბანის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემათ.
პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, სატელეფონო საუბრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეგიონში მოქმედებების კოორდინაციას კვლავ გააგრძელებენ.