Loading data...
Times of Israel: ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ქურთების მკვლელობაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყნის შიგნით ქურთების მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში ადანაშაულებს.

„ჩემი ხელმძღვანელობით ისრაელი განაგრძობს ბრძოლას ირანის ტერორისტული რეჟიმისა და მისი პროქსი ძალების წინააღმდეგ, განსხვავებით ერდოღანისგან, რომელიც მათ მასპინძლობს და თავის ქურთ მოქალაქეებს ხოცავს“, - წერს ისრაელის პრემიერი.

როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუს ეს პოსტი, სავარაუდოდ, პასუხია იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „თურქი პროკურორები ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, 4 596 წლამდე პატიმრობას ითხოვენ“.