Times of Israel: ირანზე დამატებითი დარტყმები „დროის საკითხია“
ირანზე დამატებითი დარტყმების კიდევ ერთი რაუნდი „დროის საკითხია“, - აცხადებს ისრაელის ანონიმური ოფიციალური წყარო საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეარხ Al Hadath-თან საუბარში.
წყაროს ცნობით, ირანი სულ უფრო მეტად გადააქვს თავისი ბირთვული პროგრამის კომპონენტები პიქაქსის მთაზე, რომელიც არც თებერვალში დაწყებულ ომში და არც გასული წლის ომში არ დაბომბილა.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა 2025 წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დროს, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორებს დარტყმების შედეგად დაზიანებულ ბირთვულ ობიექტებზე წვდომის უფლება არ მისცა.
ატომური ენერგიის სააგენტო, ასევე, ვერ ამოწმებს ირანის მიერ დაგროვებული, თითქმის იარაღის ხარისხამდე გამდიდრებული ურანის მარაგის მდგომარეობას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, პიქაქსის მთაზე დარტყმის ბრძანება გასცეს.