Times of Israel: ღალიბაფის ხელმძღვანელობით დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის
პარლამენტის სპიკერის მოჰამედ ბაჰერ ღალიბაფის ხელმძღვანელობით, ირანის დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
ირანული მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დაიწყება, თუ ვაშინგტონი თეირანის „წინასწარ პირობებს“ დათანხმდება.
ღალიბაფმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნები მოიცავს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ირანისა და შუამავლის, პაკისტანის თქმით, თავიდანვე აშშ-სთან შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის ნაწილი უნდა ყოფილიყო. აშშ-მ და ისრაელმა საპირისპირო განაცხადეს. ღალიბაფმა, ასევე, მოითხოვა ირანის საკუთრებაში არსებული მილიარდობით დოლარის გაყინული აქტივების განთავისუფლება.
ღალიბაფის დელეგაციაში შედიან მაღალი რანგის პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თანამდებობის პირები, მათ შორის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის საბჭოს მდივანი და პარლამენტის რამდენიმე წევრი.