1776191156
უცხოეთი
Times of Israel: აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაასახელა, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა ირანთან ომში
აშშ-ის სამხედრო ძალების ცნობით, ირანის ომში ამ დროისთვის 399 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერის, კაპიტან ტიმ ჰოკინსის მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, სამი სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრა.
ცენტრალურმა სარდლობამ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ 348 ჯარისკაცი დაიჭრა, მათგან ექვსი მძიმედ. თუმცა, სამხედრო სარდლობა დაჭრილების შესახებ დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, ამიტომ გაურკვეველია, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ვინმეს მდგომარეობა.
ჰოკინსის თქმით, დაჭრილთა საერთო რიცხვიდან 354 სამხედრო მოსამსახურე სამსახურს დაუბრუნდა.