1775845150
უცხოეთი
The Washington Post: ირანთან მოლაპარაკებებზე აშშ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას მოითხოვს
თეირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, აშშ-ის მომლაპარაკებლები მოითხოვენ, რომ ირანმა გაათავისუფლოს დაკავებული ამერიკელი მოქალაქეები, - ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
წყაროების ცნობით, ეს მოთხოვნა შეიძლება გადაიდოს თუ მოლაპარაკებები კარგად არ წარიმართება.
ვაშინგტონისა და თეირანის დელეგაციები პაკისტანში მოლაპარაკებებისთვის ხვდებიან მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სიტუაცია ისრაელსა და ლიბანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო გართულდა.