1789798065
უცხოეთი
The Washington Post: ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რეალური რიცხვი პენტაგონის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებზე მეტია
The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ირანთან ომში დაღუპული აშშ-ის სამხედროების რეალური რაოდენობა პენტაგონის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებზე მეტია.
გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის თანამდებობის პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტის შიდა სტატისტიკის შესახებ ინფორმირებული არიან.
გამოცემის ცნობით, პენტაგონის საჯარო მონაცემთა ბაზაში 18 დაღუპულ სამხედროზეა ინფორმაცია, თუმცა, The Washington Post-ის ხუთი ანონიმური წყარო აცხადებს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა სულ მცირე 22-ს შეადგენს.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან 18 დაღუპულის გარდა, დაჭრილია 832 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.