The Washington Post-ი უკრაინაში სამშვიდობო გეგმის ევროპულ ვერსიას აქვეყნებს
ევროპელმა ლიდერებმა შეიმუშავეს წინადადებები უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. ისინი ითვალისწინებენ კიევის მიერ ძირითადი სტრატეგიული ობიექტების კონტროლის აღდგენას, - ამის შესახებ უკრაინული მედია The Washington Post-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის მიერ მოპოვებული ევროპული წინადადების ასლის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს. გეგმა ითვალისწინებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და კახოვკას კაშხლის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას. დარჩენილი ტერიტორიული დავები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა გადაწყდეს.
23 ნოემბერს, ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. მხარეები სამშვიდობო გეგმას განიხილავენ. ევროკავშირი კი უკრაინისა და აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ საკითხზე სპეციალურ შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს.