The Wall Street Journal: ტრამპმა გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს განუცხადა, რომ მათ ზეწოლა უნდა მოახდინონ ზელენსკიზე, რათა ის დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირობებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს განუცხადა, რომ მათ ზეწოლა უნდა მოახდინონ ზელენსკიზე, რათა ის დათანხმდეს აშშ-ის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირობებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა დათანხმდება ტერიტორიულ დანაკარგებს და შეზღუდავს საკუთარი სამხედრო ძალების რაოდენობას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპმა გაიმეორა საჯარო კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ზელენსკის არ ჰქონდა წაკითხული აშშ-ის სამშვიდობო გეგმა და მცირედი მინიშნებაც კი არ მისცა, რომ მზად იყო ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული პირობების გადასინჯვისთვის.
ტერიტორია და უსაფრთხოების გარანტიები რჩება უკრაინისთვის მთავარ საკამათო საკითხებად. ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინას არ აქვს არანაირი იურიდიული ან მორალური უფლება, დაუთმოს ტერიტორია რუსეთს.
მოსკოვმა მოითხოვა უკრაინის გასვლა დონეცკის ოლქიდან, რომლის სრულად აღებაც რუსეთმა ძალის გამოყენებით ვერ შეძლო.
ზელენსკი დიდი ხანია ამბობს, რომ როგორც პრეზიდენტს, მას არ შეუძლია ცალმხრივად გადაწყვიტოს უკრაინის ტერიტორიების ბედი, რაც უნდა დაამტკიცოს უკრაინელმა ხალხმა.