The Times: სირიის ხელისუფლება აშშ-ს უკრაინასთან გაფორმებული წიაღისეულის შეთანხმების მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს გადახედოს სირიის წინააღმდეგ ბაშარ ასადის რეჟიმის დროს დაწესებულ მოქმედ სანქციებს. ასეთი ნაბიჯი განიხილება სირიის პრეზიდენტის, შარაას დიპლომატიური სიგნალების ფონზე, რომელმაც ვაშინგტონს უკრაინასთან გაფორმებული წიაღისეულის შეთანხმების მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, - წერს The Times.
დიპლომატიური არხებით, რომელშიც საუდის არაბეთისა და თურქეთის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ, სირიის ლიდერმა შუამავლების მეშვეობით აშშ-ის პრეზიდენტს შეთავაზებები გადასცა, მათ შორის:
- ამერიკული კომპანიებისთვის სირიის მინერალურ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა, რომელიც უკრაინასთან დადებული შეთანხმების მსგავსია
- დამასკოში „ტრამპ თაუერის“ აშენების შესაძლებლობა
გამოცემის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა შარასა და ტრამპს შორის პირადი შეხვედრის ორგანიზებისთვის ამერიკელი ლიდერის ამ კვირაში ერ-რიადში დაგეგმილი ვიზიტის დროს. თუმცა, თეთრმა სახლმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ მოგვიწევს სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რომელთა შემსუბუქებაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია. „შესაძლოა, ეს მოხდეს, რადგან გვინდა, რომ მათ ახალი დასაწყისის შანსი მივცეთ. ამის შესახებ მკითხეს, რადგან ის ფორმა, რომლითაც სანქციები დავუწესეთ, მათ დიდ შანსს არ აძლევს. ამიტომ, გვინდა, ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათ დასახმარებლად“.
როგორც მედია წერს, სირიის დროებითი პრეზიდენტის ტრამპთან შეხვედრის წინააღმდეგ გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები ნაწილი. მათ შორის აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი.