Loading data...
The Times: შვეიცარია ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე პუტინს არ დააკავებს, თუ ის ქვეყანაში ტრამპთან შესახვედრად ჩავა

შვეიცარია, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დააკავებს, თუ ის ქვეყანაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავა. ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

შვეიცარია მზად არის უმასპინძლოს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ამერიკისა და რუსეთის ლიდერების სამიტს. ამასთან, შვეიცარია რომის სტატუსის ხელმომწერია და იურიდიულად ვალდებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაექვემდებაროს.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ნიკოლა ბიდომ განაცხადა, რომ შვეიცარიის მთავრობას, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, გამონაკლისის დაშვების უფლებამოსილება აქვს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.