Loading data...
The Times Of Israel: ნეთანიაჰუმ მაკრონს ისრაელში ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა.

როგორც მედია წერს, ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის წინ სურდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მაკრონს პირობა წაუყენა, უარი უნდა ეთქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმაზე. მოთხოვნას საფრანგეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა.