Loading data...
The Times of Israel: ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება

თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ისრაელი ემზადება ჰიპოთეტური სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ირანმა შესაძლოა, პირველმა დაარტყას ისრაელს, - ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.

ანგარიშში არც წყაროებია მითითებული და არც დამატებითი ინფორმაციაა მოცემული იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება განვითარდეს ასეთი სცენარი.

როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის სამხედრო მზადყოფნის დონე მსგავსია იმ მდგომარეობისა, რომელიც 2025 წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის წინ იყო.​​​​​​​​​​​​​​​​