Loading data...
The Times: ირანის უზენაეს ლიდერს აქვს გეგმა, გაიქცეს ქვეყნიდან იმ შემთხვევაში, თუ მისი უსაფრთხოების ძალები ვერ შეძლებენ აქციების ჩახშობას

ირანის უზენაეს ლიდერს ალი ხამენეის აქვს საიდუმლო გეგმა, გაიქცეს ქვეყნიდან იმ შემთხვევაში, თუ მისი უსაფრთხოების ძალები ვერ შეძლებენ დაწყებული საპროტესტო აქციების ჩახშობას.

„The Times“-ისთვის მიწოდებული სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, 86 წლის ხამენეი თეირანიდან გაქცევას 20 თანაშემწისა და ოჯახის წევრის ახლო გარემოცვასთან ერთად გეგმავს. გეგმა სირიის ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის გაქცევის მოდელს ეფუძნება, რომელიც დამასკოდან მოსკოვში თვითმფრინავით გაიქცა, სანამ ოპოზიციის ძალები დედაქალაქს 2024 წლის დეკემბერში დაიკავებდნენ.

გეგმა B ხამენეისთვის, მისი ახლო წრისა და ოჯახისთვისაა, მათ შორის მისი ვაჟისა და მემკვიდრის, მოჯტაბასთვის“,- განუცხადა The Times-ს დაზვერვის წყარომ და დასძინა, რომ ეს გულისხმობს „აქტივების, საზღვარგარეთული ქონების და ნაღდი ფულის შეგროვებას უსაფრთხო გადასვლის უზრუნველსაყოფად“.

ცნობილია, რომ ხამენეი ფლობს აქტივების ფართო ქსელს. 2013 წელს „როიტერის“ მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, მთლიანი აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება და კომპანიები, 95 მილიარდ დოლარად შეფასდა.

წყაროების ცნობით, გაქცევის გეგმა ამოქმედდება, თუ ხამენეი მიიჩნევს, რომ მისი უსაფრთხოების ძალები ბრძანებებს არ ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხამენეი აკონტროლებს სამხედრო პირების დანიშვნებს, ის გასულ წელს, ისრაელთან ომის შემდეგ „როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად დასუსტდა“.