1780120809
უცხოეთი
The New York Times: ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა
დონალდ ტრამპმა ირანთან შეთანხმების საკითხზე სიტუაციურ ოთახში გამართული შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების გარეშე დატოვა. ინფორმაციას The New York Times-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, სიტუაციურ ოთახში შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ წყაროს თქმით, შეთანხმება ახლოსაა, თუმცა გარკვეული საკითხები, მათ შორის გაყინული ირანული სახსრების აღდგენა, კვლავ განხილვას საჭიროებს.
ამასთან, „ესოშიეითიდ პრესის“ ცნობით, შეხვედრაზე ისეთი შეთანხმება განიხილებოდა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას 60 დღით გაახანგრძლივებდა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს წინ წაწევდა.