The New York Times: რუსეთი ირანს კასპიის ზღვის გავლით საბრძოლო დრონების კომპონენტებს აწვდის
ბოლო თვეებში კასპიის ზღვამ ახალი ფუნქცია შეიძინა. ამ მარშრუტით რუსეთის ირანს სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის საბრძოლო დრონების კომპონენტებს აწვდის. ამის შესახებ გამოცემა The New York Times იუწყება.
როგორც გამოცემას ამერიკელმა ჩინოვნიკებმა აცნობეს, რუსეთიდან მიწოდებული დრონების კომპონენტებს აშშ-ის წინააღმდეგ ირანის სამხედრო მოქმედებებზე გადამწყვეტი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ თუ მათი მიწოდება გაგრძელდა, თეირანი უპილოტო საფრენი აპარატების პოტენციალის აღდგენას მალე შეძლებს. აშშ-ის და ისრაელის შეტევების შემდეგ მან დრონების მარაგის 60%-მდე დაკარგა.
აშშ-ს კასპიის ზღვაში გემების გაჩერება და შემოწმება არ შეუძლია. კასპიის ზღვაზე გასასვლელი მხოლოდ 5 ქვეყანას აქვს და ეს რეგიონი აშშ-სთვის „ბრმა ზონას“ წარმოადგენს.
რუსეთის საპორტო სტატისტიკის მიხედვით, ბოლო თვეებში კასპიის ზღვაზე გადაზიდვების რაოდენობა გაიზარდა. თუ აქამდე რუსეთი ირანს წელიწადში 2 მლნ ტონამდე ხორბალს შავი ზღვის გავლით აწვდიდა, ახლა ეს პროცესი კასპიის ზღვაზე გადაერთო. სხვა დროს ეს ტვირთი ირანში რუსეთიდან ჰორმუზის სრუტის გავლით მიდიოდა.
ის ფაქტი, რომ კასპიის ზღვაში ირანის გემებმა უფრო აქტიურად დაიწყეს მოძრაობა, თეირანიც ადასტურებს. ამ ზღვაზე მდებარე 4 ირანული პორტი სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რუსეთიდან ირანს ხორბალი, სიმინდი, ცხოველების საკვები, ზეითუნის ზეთი და სხვა საქონელი მიეწოდება.